top of page

2018 წ - ჯარვისის წარმატება

“ალტა სოფთვეარის” რეპორტინგის გადაწყვეტა - 

ჯარვისი - წარმატებით დაინერგა “ბაზის ბანკში”.

დიდ მადლობას ვუხდით ბანკს მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნისა და აქტიური ჩართულობისათვის. 

ჯარვისის მეშვეობით შესაძლებელია 33 ანგარიშგების ფორმის დაგენერირება.

 

რეპორტების რაოდენობა და სისტემის მოქნილობა ყოველდღიურად  იზრდება, რათა შევძლოთ ბაზრის დინამიური და მუდმივად განვითარებადი მოთხოვნების დაკმაყოფილება. 

ამიტომაც ჯარვისით სულ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს - კომერციული ბანკების 40 %. 

2018 წ - ალტა სოფთვეარის გადაწყვეტა საქართველოს უმსხვილეს მისოებში

„ალტა სოფთვეარის“ მოქნილი და ადვილად მორგებადი სისტემები წარმატებით დაინერგა და გაეშვა მიკროსაფინანსო ბაზრის ლიდერებთან.

„ალტა სოფთვეარის“ B6, Loanware და სხვა მათთვის საინტერესო გადაწყვეტების მომხმარებლები უკვე არიან „კრედიტსერვის+“, „ქართული კრედიტი“, „ბერმელი“, „ევრო კრედიტი“. 

ჩვენი მოქნილი API საინტეგრაციო შრის წყალობით ჩვენი პარტნიორები სრული თავისფულებით სარგებლობენ და წარმატებით ახორციელებენ მათ მიერ დაწერილი პროგრამების ინტეგრაციას ჩვენს სისტემებთან.

2017 წ - ალტა სოფთვეარი - Best Core Banking Solutions Provider Georgia 2017

„ალტა სოფთვეარმა“ ამჯერად საერთაშორისო ჯილდო მიიღო - Global Banking and Finance მას მიანიჭა Best Core Banking Solutions Provider Georgia 2017  სტატუსი.

2011 წლის დაარსების დღიდან, ჯილდოები ასახავს გლობალურ ფინანსურ საზოგადოებაში მიმდინარე სიახლეებს, მიღწევებს, სტრატეგიას, პროგრესულ და ინსპირაციულ ცვლილებებს.

 

ჯილდოები შეიქმნა იმისთვის, რომ აღიარონ ყველა ზომის კომპანია, რომელიც გამორჩეულია ფინანსური სამყაროს ექსპერტიზისა და სრულყოფის სფეროებში.

2017 წ - ახალი მხარდაჭერის პორტალი ალტა სოფთვეარის მომხმარებლებისათვის

წარმატებით გაეშვა მხარდაჭერის ახალი პორტალი ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის - ამიერიდან ჩვენთან საკითხების დაფიქსირება კიდევ უფრო მარტივია.

განახლებები, ახალი მოდულები, გამჭირვალე სტატუსები და მაქსიმალურად სტანდარტული სამუშაო პროცესები - ეს ყველაფერ ჩვენს განახლებულ პორტალზე დაგხვდებათ.

მხარდაჭერის პორტალთან ერთად გაეშვა ალტა სოფთვეარის ვიკი - აქ ჩვენს მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოიძიოს მისთვის სასურველი ფუნქციონალის აღწერა მარტივად, ვიკიპედიის აპრობირებული ფორმატის გამოყენებით.

2017 წ - LCS ონლაინ სესხები ყირგიზეთში

“ალტა სოფთვეარმა” შეიმუშავა ინოვაციური ონლაინ სესხების მართვის სისტემა, LCS, რომელიც მორგებულია კლიენტის განაცხადის სწრაფ მომსახურებასა და კრედიტის წუთებში გაცემაზე.

 

პროგრამული უზრუნველყოფა ფარავს ონლაინ სესხების მთელ სასისოცხლო ციკლს და ადვილად ინტეგრირდება ბანკების საგადახდო სისტემებთან დაფარვების მყისიერად ასახვისათვის. 

 

LCS ასევე მოიცავს კლიენტებს, ბუღალტერიას, ყოველდღიურ საქმიანობაში აუცილებელ საოპერაციო რეპორტებს, როლებისა და მომხმარებლების მართვას.

გადაწყვეტა არის Azure Ready და MoneyShop ყირგიზეთისთვის განთავსდა Microsoft Azure გამოთვლით ღრუბელზე.

bottom of page